რა შეიძლება მოიფიქრო ადამიანმა სრულიად უღიმღამო, დამღლელი და რუტინული დღის შემდეგ? რა თქმა უნდა, მე მაშინვე სახლში წასვლას და 1-2 საათით გამოძინებას ვარჩევ ხოლმე, თუმცა სისულელეა ასე მოქცევა, როცა ზა...
წერა მომინდა და შემოვედი. არ ვიცი ამას შემოსვლა უფრო ჰქვია თუ საკუთარი თავის შემოტყუება, მაგრამ მაინც აქ ვარ აზრზე არ ვარ, რა ჰქვია ამ მდგომარეობას, ინტერესის დაკარგვა, გამოფიტვა თუ კრიზისი. ის კი ვი...
დუმილი თანხმობის ნიშანიაო, ამბობენ. როცა არაფერს ამბობ, არც შეკითხვას სვამ, ავტომატურად ითვლება, რომ საკითხის მიმართ არანაირი ინტერესი არ გაგაჩნია. თავიდანვე ვიტყვი, რომ ამ პოსტით არაფრის გაპროტესტებ...
საოცარია, მაგრამ ჩემთვის ყველა მუსიკას თავისი სუნი აქვს, თავისი სეზონი და დრო. რაც არ უნდა ვეცადო, სხვა დროს ვერაფერს გავიგებ. უბრალოდ, მექანიკურად ვუსმენ და მორჩა. დროის მიხედვით კი ყოველთვის ავილად...
არ ვიცი ამას უკვე მერამდენედ ვამბობ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ბუნებამ შეცდომა დაუშვა, როცა ადამიანად გამაჩინა. არადა, ჩემგან მშვენიერი მწვანე მცენარე დადგებოდა. საკვირველია, რომ ყოველ სეზონზე ზუსტად ...
ხვალ ოთხშაბათია! – დიდი რამე, ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც ისევე გათენდება და დაღამდება, როგორც ნებისმიერი სხვა, მაგრამ ამ სემესტრში “ოთხშაბათი” და ”ჯოჯოხეთი” ჩემთვის ...
რამდენჯერაც შემოვალ, სინდისი არ მასვენებს ბლოგის უპატრონოდ მიტოვებისათვის. არც საკუთარის წერით ვიკლავ თავს და არც სხვისი დაწერილის კითხვით. სტატისტიკა კი მეუბნება, რომ აქაურობა ჯერ კიდევ ცოცხალია და ...
ყოველთვის ვამბობდი, რომ სულაც არ მაქვს ყურადღების ცენტრში ყოფნის რაიმე განსაკუთრებული მოთხოვნილება. მოთხოვნილება კი არა, ზოგჯერ მგონია, რომ საერთოდ მძულს ყურადღება. იგი მაწუხებს, სულს მიხუთავს, ნერვე...
არ ვიცი, ახალი წერას რატომ ვიწყებ, როცა დარწმუნებული ვარ, რომ მაინც არ გამოვაქვეყნებ, მაგრამ ვცდი, იქნებ რა გამოვიდეს. სადაცაა გათენდება, ახლა წესით დასაძინებლად უნდა მივდიოდე, ისედაც სულ ამერია დღე...
ესეც საძიებო სიტყვების მორიგი სერია. როცა ბლოგზე პოსტია დასადები და თავში არანაირი იდეა არ მოგეპოვება, რას იშოვი უკეთეს გამოსავალს? არადა, ზოგჯერ ცუდ საქციელად მეჩვენება გუგლის მომხმარებელთა გულუბრყვ...
მესამედაც დავარეფრეშე და პოსტის წერას ვიწყებ. უფრო სწორად თავის მართლებას ვაპირებ იმის გამო, რომ არ ვწერ და ჩემს ბლოგს მალე ხავსი მოეკიდება. მოეკიდება და მოეკიდოს! ძალიანაც მოუხდება… არა, სინამ...
რამდენი ხანია “რასა ვიქმ” პოსტი არ დამიწერია… ვითომ ახალი არაფერი ხდება? ახალი არ ვიცი, მაგრამ რაღაც-რაღაცები კი ხდება. კარგი და ცუდი დღეები ერთმანეთს ცვლიან. საბოლოოდ ყველაფერი რეგ...
არ ვიცი რატომ, მაგამ რაც თავი მახსოვს, სულ რაღაც ახალი სტიქიებით ვარ გატაცებული. შეიძლება ეს ჩემი მოუსვენრობითა და ცნობისმოყვარეობითაა გამოწვეული თუ უბრალოდ ბუნების კანონია, მაგრამ ვერ ვიხსენებ პერიო...
არ ვიცი, ღამის ოთხ საათზე რატომ უნდა დაიწყოს ადამიანმა მორიგი პოსტის წერა, როცა მეორე დღეს, სისხამ დილითაა წამოსახტომი და მთელი დღე, მინიმუმ 6 საათი, უაღრესად დაძაბულ სიტუაციაში აქვს გასატარებელი. მი...
უკვე 11 იანვარია და მე კი მხოლოდ 3 დღის წინ მივხვდი, რომ ახალი წელი დაიწყო. არ ვიცი რა სჭირს ჩემს კალენდარსა და საათს. უფრო სწორად, ჩემს პირად დროის მექანიზმს, რომელიც თითქოს ორ განზომილებაში მოძრაობ...
ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ალკოჰოლის მიმართ აგრესიული დამოკიდებულება მაქვს. ვერ ვიტან მთვარლი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას და ჩემი თავის წარმოდგენაც კი მზარავს ამ მდგომარეობაში. უფრო ზუსტად რომ...
მინდოდა, დეკემბრის ბოლო დღეს დამეწერა ეს პოსტი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ დარჩენილი 48 საათი მაინც არაფერს შეცვლის, ამიტომ ახლავე დავიწყებ შეჯამებას ამა წლისა. პოზიტივის შემოსატანად, სულაც არ ვაპირებ დ...
ბოლო დროს დავასკვენი, რომ რაც უფრო ხშირად ვკითხულობ ბლოგებს, მით უფრო მეტად მიჩნდება წერის სურვილი. წინა პოსტის მსგავსად, ამ პოსტის იდეაც ნინიტომ შთამაგონა. ვინ დაითვლის, დღეში რამდენ ადამიანს ვეკონტ...
ხომ ვამბობდი? აი, ხომ ვამბობდი… ვამბობდი, ვამბობდი… კაი, არ მითქვამს, მაგრამ ხომ ვფიქრობდი? მართლა ვფიქრობდი, უბრალოდ თქმა დამავიწყდა. ასე მემართება სულ. რამე ფიქრს, ვარაუდს ან შიშს ავიკვ...
გამოცდები დასრულდა, მარი თავისუფალია! როგორც იქნა, ამოვთქვი. 3 კვირის განმავლობაში, კბილების კრაჭუნით ველოდი იმ მომენტს, როცა ყველა გამოცდას მოვიშორებდი დამშვიდებული სინდისით შევძლებდი გარეთ გასვლას,...
ბავშვობაში მეგონა, რომ ბევრს მხოლოდ დებილები კითხულობდნენ. ჭკვიანებს ეს არ სჭირდებოდათ, რადგან ისედაც ყველაფერს იოლად იგებდნენ და აღარ უწევდათ წიგნებში ზედმეტი კირკიტი. სულ მიკვირდა იმ კლასელების, რო...
კვირის განმავლობაში, საშუალოდ 10 საათს მგზავრობაში ვატარებ. არ ვიცი, ვისთვის არის ცოტა 10 საათი, მაგრამ ჩემთვის კი საკმარისზე მეტია იმისთვის, რომ მარკეტინგის 30-ვე საკითხი საფუძვლიანად მოვამზადო, შუ...
მორიგი დაუგეგმავი პოსტის დაწერას ვაპირებ და თანდათან ვატყობ, როგორ არ მემორჩილებიან აზრები და როგორ ვცდილობ სათქმელს თავი ისე მოვუყარო, ჩემ გარდა კიდევ ვინმესთვის გახდეს გასაგები. აი, რა ცუდი ყოფილა ...
ზოგჯერ მეჩვენება, რომ დროში ვირევი. ხან მგონია, რომ ფეხდაფეხ მივდევ, ხან კი ვატყობ, რომ რაღაც შემეშალა და ვეღარ ვხვდები, თვითონ ჩამომიტოვა თუ მე გავუსწარი. როგორც არ უნდა იყოს, მგონი ასე არასოდეს დამ...
აჰა, ისევ მავიწყდებოდა… იმდენად არ მეხერხება დაბადების დღეების მილოცვა, რომ საკუთარი ბლოგის 2 წლის იუბილეც კინაღამ აღუნიშნავი დამრჩა. რა მაგარია, მე 20 წლის ვარ, ჩემი ბლოგი – 2-ის. მე კირ...
ყველაზე საშიში ადმიანი, ალბათ სიკვდილმისჯილი პატიმარია. იცის, ვერსად გაიქცევა და იძულებულია ბედს დაჰმორჩილდეს მანამ, სანამ გადარჩენის სულ მცირე იმედს არ მისცემს ვინმე. სასოწარკვეთილ ადამიანს ყველაზე ...
უკვე შუა შემოდგომაა. ოქტომბრის ნახევარი ისე გავლიე, რომ თითქმის არც დამიწუწუნია არაფერზე. ჰო, ფოთლები ჩამოცვივდა, ცივა, ჭექა-ქუხილმაც კინაღამ გული გამიხეთქა წეღან. პარალიზებულივით ვზივარ, თბილად შეფუ...
ყოველ საღამოს, სანამ სახლში დაბრუნდება, დედა ყოველთვის მირეკავს, მოვდივარ და რა გიყიდოო? ათასი რამე მომაფიქრდება ხოლმე, მაგრამ მერე მერიდება იმდენის ჩამოთვლა და არაფერი-მეთქი ვეუბნები. როგორც წესი...
ზოგიერთს გაუკვირდება, მაგრამ ყოველ დილით, როცა სახლიდან გასვლას ვაპირებ, საშუალოდ, 1 საათს მაინც ვანდომებ სარკის გარშემო ტრიალს. ეს არ არის ჩვევა, უბრალოდ მეტისმეტად ზოზინა ვარ იმისთვის, რომ 10 წუთშ...
არასოდეს ვყოფილვარ ადამიანური ურთიერთობების ექსპერტი. დიდად არც კომუნიკაბელურობით გამოვირჩევი და ვერც ენამჭევრობით დავიკვეხნი. ამ ყველაფრის მიუხედავად, გარშემო ყოველთვის საკმარისზე მეტი ხალხი მეხვია...
You are no longer following . Undo?